მონოგრაფიის პრეზენტაცია ბნუ-ში
20 ივლისი 2026
2026 წლის 22 ივლისს, 12 საათზე, ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორის, თამილა ქარცივაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება.
„სოციალური მედია მარკეტინგის გამოწვევები ქართულ ბიზნესში“ - ნაშრომში განხილულია ქართული ციფრული ბაზრის მთავარი ტენდენციები, გამოწვევები და სტრატეგიული გადაწყვეტები ადგილობრივი ბიზნესისთვის.
პრეზენტაციას თავად ავტორი გაუძღვება.
ადგილი: ბნუ-ს ბიბლიოთეკა, III სართული
